მე ვარ ლაშა ბლუაშვილი, წარმოშობით დედოფლისწყაროს რაიონის სოფ. არიხილოსკალოდან.
ძველად ეს ტერიტორია ჰერეთს ეკუთვნოდა,მაგრამ თათრები შემოსევიან და აუოხრებიათ მთელი ტერიტორია, ბავშვები კი კალოზე გაულეწიათ, ისე, როგორც მარცვლეული
ამჟამად იმ ადგილზე ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ეკლესიას აშენებენ.'
სოფლის მახლობლად გადაშლილია შირაქის თვალუწვდენელი ველ- მინდვრები.შირაქის ველი ადრე დაუსახლებელი ყოფილა. XIX საუკუნის დასაწყისში ვაჟა-ფშაველამ მთიდან ჩამოასახლა ხალხი,რათა ეს ნაყოფიერი მიწები ურჯულოებს არ დარჩენოდათ.ასე გაჩნდა მთიულების სამი სოფელი: ზემო ქედი,არიხილოსკალო და ქვემო ქედი.
ჩემი სოფლის გადასახედიდან მოჩანს აზერბაიჯანი.
მდინარე ალაზანი მიედინება ზუსტად ზედ საზღვარზე.
მთიული ხალხი ღვთის მოშიშია.მათში ისევ არის შემორჩენილი ძველი ადათ- წესები. იქსოვება ხალიჩები, ხევსურული წინდები, ქარგავენ და სხვა.
სოფლის ხალხი მისდევს მესაქონლეობას, მევენახეობას. მოჰყავთ აგრეთვე ხორბალი და მზესუმზირა.
ლამაზია ძალიან ალაზნის ველი და ნაყოფიერი. გული მეკუმშება რომ ვიცი ეს ადგილები ძველად საქართველოს ეკუთვნოდა, მაგრამ ამჟამად მეამაყება კიდეც, რომ საქართველო ჩემით იწყება!